აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე აშშ მიდგომას ცვლის

02 მაისი 2025, 13:58 120 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ტამი ბრიუსის განცხადებით, ვაშინგტონი ცვლის მიდგომას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან მიმართებით და აღარ იფრენს მსოფლიოს გარშემო პირველ შეძახილზე შუამავლობისთვის.

ტამი ბრიუსის თქმით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნათლად განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობის ფორმატი იცვლება, თუმცა სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა უცვლელია.

ამასთან, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ აპირებს.

ბრიუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოვიდა დრო კონფლიქტის ორივე მხარემ თავად შესთავაზოს და შეიმუშაოს ომის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში