აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება

03 მაისი 2025, 11:45 104 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის  F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარდაჭერის პაკეტი გამანადგურებლების განახლებას, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და დამატებით კვლევებს ითვალისწინებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, ასევე გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში