მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება - ზელენსკი

03 მაისი 2025, 11:48 100 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და შესრულება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ასევე უფრო ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან. ზელენსკის თქმით, ვიდრე მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოყმანობს, უკრაინაში თითქმის ყოველი ღამე კოშმარია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში