რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი

03 მაისი 2025, 11:46 94 ნახვა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. ოკუპანტმა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა, რის შედეგადაც დაშავდა 46 ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი. თავდასხმა საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კორპუსები და ავტომობილები. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 8 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ რუსეთმა საცხოვრებელ შენობებს დაარტყა და არა სამხედრო ობიექტებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში