ალექსანდრ ვუჩიჩი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება

04 მაისი 2025, 12:41 142 ნახვა

ალექსანდრ ვუჩიჩის ექიმის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი ჯანმრთელობის გამო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება

ვუჩიჩის კარდიოლოგის თქმით, პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი პრობლემა რამდენჯერმე ჰქონდა, რაც დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან.

გამოკვლევებისა და ტესტების ჩატარების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ვუჩიჩის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილური და დამაკმაყოფილებელია“. მედიკოსებმა ვუჩიჩს რეგულარული დაკვირვებისა და მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში