მოსკოვში გაზის შესაძლო აფეთქებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ორი დაღუპული ადამიანი იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე წერია, რომ მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს და აფეთქების მიზეზი დგინდება.