10 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა ჩინეთში ძლიერი ქარის გამო ტურისტული ნავის ამოტრიალების შედეგად. შემთხვევა გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. ნავზე 84 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე, თითქმის 500 მაშველი იყო მობილიზებული. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას.