ქრისტეს ქანდაკება პაპის საპატივცემულოდ გაანათეს

06 მაისი 2025, 14:40 100 ნახვა

გარდაცვლილი რომის პაპის ფრანცისკეს პატივსაცემად რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იესო ქრისტეს ქანდაკება გაანათეს.

დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს 30 მეტრიანი ქანდაკება წარწერით - „Todos! Todos! Todos!“, რაც ნიშნავს ყველასთვის, ყველასთვის, ყველასთვის.

2023 წელს პორტუგალიაში მოგზაურობის დროს ერთ-ერთი ღონისძიებისას პაპმა ფრანცისკემ შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, რომ ეკლესიაში ადგილი იყო ყველასთვის, „მათ შორის მათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს, ვინც ეცემა ან იბრძვის“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში