კარდინალები კონკლავის დაწყებამდე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წირვაზე მივიდნენ 

07 მაისი 2025, 14:01 151 ნახვა

რომის კათოლიკე კარდინალები კონკლავის დაწყებამდე  რამდენიმე საათით ადრე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საჯარო წირვას დაესწრნენ. 80 წლამდე ასაკის 133 კარდინალი ბაზილიკაში საგუნდო მუსიკის თანხლებით შევიდა. წირვას კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უძღვებოდა, რომელმაც ცერემონია  წმინდა მარიამის ქანდაკების კურთხევით გახსნა.

წირვის შემდეგ, კარდინალები ვატიკანის ფრესკებით მოხატულ სიქსტის კაპელში შეიკრიბებიან და აპრილში გარდაცვლილი პაპ ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევის მიზნით საიდუმლო კონკლავს დაიწყებენ. საუკუნეების განმავლობაში კონკლავის პირველ დღეს პაპი არ აურჩევიათ, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, სანამ ეკლესიის  267-ე პაპს აირჩევენ. 

დღეს მხოლოდ ერთი კენჭისყრა იქნება. ამის შემდეგ, კარდინალებს დღეში ოთხჯერ შეუძლიათ ხმის მიცემა.

სამლოცველოს სახურავზე საკვამურიდან ამომავალი შავი კვამლი დაუსრულებელ კენჭისყრაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი კვამლი და ზარების რეკვა იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიას ახალი ლიდერი ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში