უკრაინის წინადადება 30-დღიანი ზავის შესახებ ძალაში რჩება - ზელენსკი

08 მაისი 2025, 10:05 136 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავისივე  შეთავაზებას. კრემლს კიევის ამ წინადადებაზე პასუხი ამ დრომდე  არ გაუცია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ან ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს.

ორივე მხარემ ეს განცხადება რამდენიმე საათით ადრე გააკეთა, სანამ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ძალაში შევიდოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში