რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს - ზელენსკი

08 მაისი 2025, 13:58 110 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ სიჩუმემ დაისადგუროს, მშვიდობამ გაიმარჯვოს. ამისთვის ვიბრძვით და  გვესმის, რა არის ამისთვის საჭირო. ან რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც მსოფლიომ  ეს 80 წლის წინ გააკეთა. როდესაც საბოლოოდ ყველასთვის ცხადი გახდა: ბოროტების დაშოშმინება შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მას ერთად, მტკიცედ, ძალის გამოყენებით. ზეწოლით. ბრძოლის ველზე, დიპლომატიურ არენაზე, ეკონომიკურ სივრცეში, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - აცხადებს ზელენსკი.

1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღე უკრაინაში სახალხო დღესასწაული და უქმე დღეა, რომელიც 2024 წლიდან 8 მაისს აღინიშნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში