ტრამპი დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო გარიგებას აანონსებს

08 მაისი 2025, 14:04 102 ნახვა

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციას გამართავს „დიდი და უაღრესად პატივსაცემი ქვეყნის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების“ შესახებ, რომელიც მხოლოდ დიდი ასოებით დაიწერება.

ტრამპმა დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა, მაგრამ თქვა, რომ ეს „მრავალთაგან პირველი“ იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში