სერბეთის პრეზიდენტი და სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვში იმყოფებიან. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო მათ რუსეთში გრძელი გზით ჩასვლა მოუწიათ. ისინი მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრებიან.
ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.
მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ბელგრადისთვის მნიშვნელოვანია.