ევროპელი ლიდერები უკრაინაში

09 მაისი 2025, 09:31 141 ნახვა

ევროპელ ლიდერებს დღეს უკრაინაში ელოდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ დელეგატები უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით მიიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირებისკენ მოუწოდა.

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა გააფრთხილა ევროკავშირის ლიდერები არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს.

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში