ევროპელი ლიდერები კიევში ჩავიდნენ

10 მაისი 2025, 10:33 102 ნახვა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ.

ვიზიტის შესახებ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელეს.

კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.

ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ.

დღეს უკრაინაში ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. „მსურველთა კოალიციაში“ დაახლოებით 30 სახელმწიფო შედის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში