პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა - „სქაი ნიუსი"

10 მაისი 2025, 14:44 109 ნახვა

ინდოეთის დარტყმების შედეგად, ბოლო 12 საათში, სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ამის შესახებ, გამოცემა პაკისტანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ პაკისტანიც გაჩერდება. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა“.

თავის მხრივ, ინდოეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პაკისტანს ჯარი წინა ხაზის პოზიციებზე გადაჰყავს ინდოეთთან საზღვარზე შეტევითი ოპერაციისა და ვითარების ესკალაციისთვის.

10 მაისს ღამით ინდოეთმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიიტანა პაკისტანის ავიაბაზებზე. მეზობელი სახელმწიფოს აგრესიაზე საპასუხოდ, პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში