საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ მასზე ზეწოლა გაძლიერდება.
სოციალურ პლატფორმა X-ზე ემანუელ მაკრონმა დაწერა რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პასუხი კოლექტიური უნდა იყოს. მან გერმანიის პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა.
პირველია მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. მეორე მიზანია სამშვიდობო შეთანხმების შედგენა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს.
მესამე მიზანი კი არის მომავალი, რადგან უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის და იმ ევროპული იდეისთვის, რომლისაც სჯერათ.
მაკრონმა დაწერა რომ თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინა მათი მიზანია.