ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერი ადასტურებს.