კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
სიბიგას ცნობით, ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
მინისტრი წერს, რომ „უკრაინა და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“.