მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი კიევში მყოფი ევროპელი ლიდერების მიერ, უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას გამოეხმაურა.
„ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ისინი, ზოგადად, უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების აღდგენის მცდელობისკენ მიმართული“, – განაცხადა მან.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს.