ემანუელ მაკრონი პუტინის შეთავაზებაზე

11 მაისი 2025, 10:59 143 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის წინადადებას, უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პირველ, მაგრამ არასაკმარის ნაბიჯად აფასებს. ემანუელ მაკრონის თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა უძღოდეს მოლაპარაკებები.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ლიდერებთან ერთად კიევში 10 მაისს იმყოფებოდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი