ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

11 მაისი 2025, 12:25 162 ნახვა

ალბანეთში ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე იმუშავებს.

წინასწარი გამოკითხვებით, ფავორიტი სოციალისტური პარტიაა, რომელსაც მხარს ამომრჩეველთა 49% უჭერს. მისი ლიდერი, მთავრობის მოქმედი მეთაური ედი რამაა. 60 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყანას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

მისი მთავარი მოწინააღმდეგე ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპრემიერ-მინისტრი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი სალი ბერიშაა, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის 12 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვს. გამოკითხვების თანახმად, მას ალბანელების 35% უჭერს მხარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი