ოჯალანის პარტიამ დაშლისა და განიარაღების შესახებ განაცხადა

12 მაისი 2025, 08:01 94 ნახვა

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაცია ფირატი ავრცელებს. 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო.

მედიისთვის კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება.  

პირველ მარტს ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაამატა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა. „

ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა. ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი