პოლონეთი ვარშავის სავაჭრო ცენტრის დაწვაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

12 მაისი 2025, 14:05 162 ნახვა

პოლონეთი კრაკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს. ვარშავამ რუსეთის სპეცსამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძრის გამო დივერსიაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომად, საგარეო საქმეთა მინისტრმა  გადაწყვიტა, უკან გაიწვიოს თანხმობა, რომელიც რუსეთის საელჩოს კრაკოვში საკონსულოს ფუნქციონირების ნებას რთავს.

კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ერთი წლის წინ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში არსებული  ათას 400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა. 

პოლონეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მიზეზი რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული დივერსია იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი