ელისეის სასახლემ რუსეთი დეზინფორმაციაში ამხილა

12 მაისი 2025, 14:18 95 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტყუილი უწოდეს რუსულ მედიასაშუალებებსა და მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კიევში მატარებლით მიმავალ საფრანგეთის პრეზიდენტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს თითქოს მაგიდაზე ნარკოტიკული საშუალება ედოთ, რომლის დამალვასაც მაკრონი შეეცადა.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ ემანუელ მაკრონის წინ ქაღალდის ცხვირსახოცი დევს, რომელსაც ელისეის სასახლემ აღწერა გაუკეთა. და მიუთითა, რომ „ეს არის ცხვირსახოცი „ ,მეორე ფოტოზე კი, სადაც სამივე ლიდერი ერთად ჩანს, მითითებულია, რომ „ეს არის ევროპული ერთიანობა. მშვიდობის დასამყარებლად“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი