საუდის არაბეთში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. ოთხდღიანი ვიზიტი სპარსეთის ყურეში უფრო მეტად ეკონომიკურ შეთანხმებებზეა ფოკუსირებული, ვიდრე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, დაწყებული ღაზას სექტორში ომით და დამთავრებული ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებით.
ტრამპი რიადს სტუმრობს, სადაც საუდის არაბეთისა და აშშ-ის საინვესტიციო ფორუმს დაესწრება, ოთხშაბათს ყატარში გაემგზავრება, ხოლო ხუთშაბათს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ელოდებიან.
ტრამპს ისრაელში ვიზიტი არ დაუგეგმავს, რამაც კითხვები გააჩინა ვაშინგტონის პრიორიტეტებში ისრაელის პოზიციის შესახებ.