მექსიკელმა მოზარდებმა მშვიდობისა და სამართლიანობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ბავშვების პროტესტი სინალოას შტატში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში კარტელებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, ორი გოგონას მკვლელობას მოჰყვა.
შტატის დედაქალაქ კულიაკანში 7 წლის ალექსა მედინას და 11 წლის ლეიდი როხასის ნათესავები, თანაკლასელები და მასწავლებლები შეიკრიბნენ. გოგონები 6 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს.
სინალოას შტატის გუბერნატორმა აქციის მონაწილეებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა და თქვა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.
სინალოას შტატში კარტელის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა 25 ივლისს აშშ-ის ტერიტორიაზე ცნობილი ნარკობარონის, ისმაელ „ელ მაიო“ ზამბადას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო.