მოსკოვი უცნაურად დუმს - ზელენსკი

13 მაისი 2025, 10:19 107 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს და ამ კვირაში თურქეთში პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე უცნაური დუმილით პასუხობს.

„რუსეთის მხრიდან სროლები და თავდასხმები გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. 

ზელენსკიმ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს შეთავაზებულ შეხვედრას. მისი თქმით,  უკრაინას სურს, რომ ტრამპმა  თურქეთში ჩასვლის  შესაძლებლობა გამონახოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი