ჟერარ დეპარდიე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

13 მაისი 2025, 13:59 100 ნახვა

საფრანგეთის სასამართლომ მსახიობი ჟერარ დეპარდიე ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობაში დამნაშავედ ცნო.  მას წელიწად ნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. დეპარდიემ დანაშაული არ აღიარა.  მსახიობს 2021 წელს გამოსული ფილმის, „მწვანე დარაბების“, გადაღებების დროს ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.  

ეს დეპარდიეს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი პირველი საქმეა, თუმცა დაახლოებით 20 ქალმა დაადანაშაულა იგი სექსუალური ხასიათის  საქციელში.

პროკურორებმა 76 წლის დეპარდიესთვის ერთნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20  ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მოითხოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი