დონალდ ტრამპმა შესაძლოა პირდაპირ მოლაპარაკება გამართოს ჩინეთის პრეზიდენტთან ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი იქნება, - განუცხადა ტრამპმა ფოქს-ნიუსის ჟურნალისტ შონ ჰენიტის ნომერ პირველ ბორტზე ფრენის დროს.
კატარის მიერ ბოინგ-747-8 თვითმფრინავის შეთავაზების შესახებ კითხვაზე, ტრამპმა გაიმეორა, რომ „სისულელე“ იქნებოდა საჩუქრის არ მიღება, რომელსაც გამოიყენებს აშშ-ის ნომერ პირველ ბორტად.
მანამდე კონგრესის რამდენიმე რესპუბლიკელმა წევრმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის სურვილის გამო, კატარისგან საჩუქრად მიეღო 400 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი.