„ჰამასი“ ცხრა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს. ამის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დოჰაში განახლებულ მოლაპარაკებებზე „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ისრაელს დოჰაში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ისრაელის მხარე აცხადებდა, რომ განხილვის საგანი არ იქნებოდა ღაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა.
ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა.
ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან.