ბრუკლინის ხიდს მექსიკის საზღვაო ძალების გემი შეეჯახა

18 მაისი 2025, 11:59 123 ნახვა

ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. მერის განცხადებით, სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, გემზე 277 ადამიანი იმყოფებოდა.
მერმა ასევე აღნიშნა რომ ხიდი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეჯახება გემის მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემის სიგრძე 91 ხოლო სიგანე კი 12 მეტრია.
ყოველ წელს, სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში სწავლის დასრულების შემდეგ გემი გადის ზღვაში კადეტების წვრთნის დასასრულებლად. წელს ის მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია უნდა ყოფილიყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი