მისურისა და კენტუკის შტატებში შტორმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა შტორმმა გადაურა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით შტატში ნახევარ მილიონამდე სახლი და კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ტორნადოს გამომწვევმა შტორმმა დააზარალა ილინოისისა და ინდიანას შტატებიც. კენტუკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.