მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ვატიკანი - ლეო მე-14, იგივე რობერტ ფრენსის პრევო, ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგება.
ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ, ახალ პაპს პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება. წმინდა პეტრეს მოედანზე პაპის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი თბილისის დროით 12 საათზე დაიწყო.
როგორც რომის ახალი პაპი აცხადებს, მისი პოლიტიკა იქნება მიმართული მსოფლიო მშვიდობისკენ და იმ პრობლემების აღმოფხვრისკენ, რომელიც სრულიად კათოლიკურ სამყაროს და მსოფლიოს აწუხებს.