მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2025, 18:41 67 ნახვა

მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ, ლეო XIV-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ პაპს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ომის დასრულებაში.

„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში.

 

ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი