ვითარება ღაზაში

18 მაისი 2025, 19:56 111 ნახვა

ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. უწყებაში აცხადებენ, რომ ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 350-ს აჭარბებს. დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ რომ მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი