რომის პაპი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

19 მაისი 2025, 13:45 107 ნახვა

რომის პაპი ლეო XIV ინაუგურაციის შემდეგ ვატიკანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. ვენსი თეთრი სახლის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო თავის დროზე გარდაცვლილ პაპს ფრანცისკეს დაუპირისპირდა.

აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ასევე კათოლიკური აღმსარებლობისაა. რომის პაპად არჩევამდე, კარდინალმა რობერტ პრევოსტმა ირიბად გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, რომელმაც, პრევოსტის თქმით, არასწორად  განაცხადა, რომ კათოლიკური თეოლოგია ადამიანებს მოუწოდებს, რომ  ჯერ  საკუთარ თავზე იზრუნონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი