10 ადამიანი დაშავდა ხერსონზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. დრონი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
რუსულმა ძალებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნეს. შედეგად კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა. რუსულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ხერსონი რეგულარულად ხდება რუსული ძალების სამიზნე. ქალაქი რეალურად ფრონტის ხაზზე, დნეპრზე მდებარეობს. მდინარის მეორე მხარეს რუსული ჯარია განლაგებული.