პაპი მზადაა ვატიკანში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს - მელონი

21 მაისი 2025, 09:35 88 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რომის პაპმა ლეომ მასთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მზადყოფნა, ვატიკანში უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მელონის ოფისმა განაცხადა, რომ ის მიესალმა ტრამპის განცხადებას.

ორი კვირის წინ არჩეულმა პაპმა  განაცხადა, რომ ვატიკანს შეუძლია იმოქმედოს როგორც შუამავალი გლობალურ კონფლიქტებში.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი