ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ავარია მოხდა ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო ხომალდის გაშვების დროს, რომელსაც კიმი ესწრებოდა ჩონჯინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში. ქვეყნის ლიდერმა მომხდარს „დანაშაულებრივი ქმედება“ უწოდა, რომელიც რეაგირების გარეშე არ დარჩება.
26 აპრილს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიით გაშუქებულ კადრებში ჩანს ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ქალიშვილი, რომლებიც ესწრებიან 5 ათას ტონიანი სამხედრო ხომალდის გაშვების ცერემონიას. ჩრდილოეთ კორეას ადრეც განუცდია ავარიები, როგორიცაა კოსმოსური ხომალდების გაუმართაობა და სამოქალაქო კატასტროფები.
5 ათას ტონიანი გამანადგურებლები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ წელს ჩაუშვა ექსპლუატაციაში, ქვეყნის ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდებია.
კიმმა ავარია „დაუდევრობით“ გამოწვეულ მიზეზად ქვეყნის ღირსების შელახვად შეაფასა და ივნისში მმართველი პარტიის მნიშვნელოვან შეხვედრამდე გემის აღდგენის ბრძანება გასცა - წერს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო.