ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

22 მაისი 2025, 13:58 91 ნახვა

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის  მკვლელობა, მსოფლიოში ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ 2023 წელს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ  „ტოქსიკური ანტისემიტური განწყობების გაღვივების შედეგი იყო - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

თავდასხმიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე გიდეონ საარმა თქვა, რომ მთელ მსოფლიოში ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მათ წინააღმდეგ „ტერორისტული თავდასხმების უპრეცედენტო ტალღა“ იხილეს. ისრაელის საელჩოებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები ნახევრად დაუშვეს.

ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი გასულ ღამით ვაშინგტონში  შეიარაღებულმა პირმა მოკლა,  ეჭვმიტანილი დაკავებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში