კაროლ ნავროცკი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს - დეკლარაციას ხელი უკვე მოაწერა

23 მაისი 2025, 13:55 100 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ „კონფედერაციის“ ლიდერის სლავომირ მენცენის მოთხოვნები, მიიღო რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის დაპირება. ეს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ გააკეთა. ოფიციალურმა პირებმა 8 პუნქტისგან შემდგარ დეკლარაციას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

პუნქტებს შორისაა პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ნებართვის გაცემაზე უარი, რის საპასუხოდაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის პროცესის დაწყებისას იქ პოლონელ ბიზნესმენებს გაგზავნის.

ასევე აღნიშნა, რომ არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს, რის შესახებაც მისი აზრით, დისკუსიასაც არ აქვს აზრი.

პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატის ნავროცკის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.  მისი თქმით,  ეს არის კამპანიის ყველაზე ხმაურიანი სკანდალი და სახელმწიფო ღალატი. დაამატა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება პოლონეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ცნობისთვის არჩევნების  მეორე ტური პოლონეთში 1 ივნისს გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში