მექსიკაში მასწავლებელთა პროტესტი გრძელდება. საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში დედაქალაქის ცენტრში გაფიცულებმა კარვები გაშალეს და არ აპირებენ დაშლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. მასწავლებლები მოითხოვენ 2007 წლის მიღებული კანონის გაუქმებას, რომელმაც მათი პენსიაზე გასვლის პირობები გააუარესა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, 30 წლიანი სტაჟის მქონე მამაკაცებისთვის და 28 წლიანი სტაჟის მქონე ქალებისთვის საპენსიო ასაკი 58 წლიდან 65 წლამდე გაიზარდა.
გაფიცულები ასევე მოითხოვენ განათლების რეფორმის გაუქმებას.
პრეზიდენტმა დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფინანსები მასწავლებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.