ლივერპულში ფეხბურთის გულშემატკივრებს ავტომობილი დაეჯახა

27 მაისი 2025, 10:04 204 ნახვა

ლივერპულის საფეხბურთო გუნდის პრემიერ ლიგაში გამარჯვების  აღსანიშნავი აღლუმის დროს ავტომობილი შევარდა გულშემატკივრების ჯგუფში. ინციდენტის შედეგად 27 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიცია მომხდარს  ტერორიზმს არ უკავშირებს. დაკავებულია ავტომობილის მძღოლი 53 წლის ბრიტანელი კაცი. 

სასწრაფო დახმარების წარმომადგენლების თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილი 27 ადამიანიდან ოთხი ბავშვია. 

ერთი ბავშვი და ერთი ზრდასრული მძიმე მდგომარეობაშია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში