ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქსა და ქალაქზე დრონებით მიიტანეს იერიში. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქ სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე.
მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე გაჩნდა ხანძარი.