უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტები გაუშვეს კიევის მსგავს ქალაქებზე მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „კარგ ადამიანად თუ ცუდ ადამიანად“ თვლის, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა.