უკრაინის დელეგაციას სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

01 ივნისი 2025, 19:58 237 ნახვა

უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. მათივე ცნობით, ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.

„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი