უკრაინამ გამოაქვეყნა იმ დრონების ფოტოები, რომლებიც გამოიყენეს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო ბაზებზე თავდასხმის დროს. ფოტოებზე ასახულია ათობით მოკლე რადიუსის კვადროკოპტერული დრონი, რომლებიც ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტშია დასაწყობებული. სხვა ფოტოებზე ხის ფარდულებია ასახული, რომლებსაც გადახდილი აქვთ ლითონის სახურავები და დრონები, რომლებიც სახურავის ძელებს შორის ღრუებშია მოთავსებული.
უკრაინის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ, აღიარა, რომ მან განახორციელა ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“ და განაცხადა, რომ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს, ზიანის ფინანსური ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად შეფასდა.
დრონებიანი ფარდულებით დატვირთული სატვირთო მანქანები რუსეთის საჰაერო ბაზების პერიმეტრზე გადაიყვანეს.
უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ფარდულების სახურავი დისტანციურად იმართებოდა, რამაც დრონებს საშუალება მისცა, გაფრენილიყვნენ და შეტევა დაეწყოთ.
უსაფრთხოების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ კვირას ოთხ საჰაერო ბაზაზე დარტყმები განხორციელდა და 41 რუსული ბომბდამშენი განადგურდა.