ძლიერი მიწისძვრა იყო თურქეთში

03 ივნისი 2025, 10:15 270 ნახვა

5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო თურქეთში. ეპიცენტრი მუღლას რაიონის მარმარისის სანაპირო იყო, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა იზმირსა და სხვა პროვინციებში. 

მუღლას გუბერნატორის ინფორმაციით, 3 ივნისს 02:17 საათზე მომხდარ მიწისძვრას, პანიკური შიშის შედეგად 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის გამო  69 ადამიანი დაშავდა. 

მარმარისში მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა მეზობელი საბერძნეთის კუნძულ როდოსზეც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი