რუსულ მხარეს 400 ბავშვის სია გადავეცით, რომლებიც უნდა დააბრუნონ - ზელენსკი

03 ივნისი 2025, 09:59 239 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მისმა დელეგაციამ რუსულ მხარეს თითქმის 400 ბავშვის სია წარუდგინა, რომელთა სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა რუსეთის დელეგაცია მხოლოდ ათის დაბრუნებაზე დათანხმდა.  

ზელენსკიმ ონლაინ პრესკონფერენცია ვილნიუსში ნატოს სამიტისა  და თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

უკრაინის ლიდერმა ასევე ახსენა  უკრაინის სადაზვერვო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“, რომლის დროსაც ხის ფარდულებში დამალულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო აეროდრომებს შეუტიეს.

ზელენსკის თქმით,   ოპერაციამ პარტნიორები იმაში დაარწმუნა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ომის გაგრძელება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი